05:59 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-06 11:34:11, 1839 ნახვა

მსოფლიო
ალექსანდრ გრუშკო: საქართველოში ნატო-ს სასწავლო ცენტრის შექმნა პროვოკაციული ნაბიჯია

საქართველოში ნატოს სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის  შექმნა,  ეს მის მიერ გადადგმული პროვოკაციური ნაბიჯია, რადგან ნატო-ს მსგავსი ცენტრის არსებობის აუცილებლობა არ გააჩნია“,-ამის შესახებ ნატო-ში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა  ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა.
მისი თქმით,საქართველოში ცენტრის შექმნა, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას საფრთხის ქვეშ დააყენებს.
 „ნატოს სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის შექმნა საქართველოში-ეს ის ნაბიჯია, რომელიც არ შეიძლება შეფასდეს სხვაგვარად, თუ არა პროვოკაცია, რადგან  ნატო-ს რაიმე ცენტრების შექმნის საჭიროება არ გააჩნია.  ჩვენ, რა თქმა უნდა გავარკვევთ, თუ რას ისახავს ცენტრის არსებობა მიზნად,  მაგრამ საქართველოში ნატოს ჯარების გამოჩენა,  ეს შავი ზღვის რეგიონულ უსაფრთხოებას  საფრთხის ქვეშ დააყენებს და დაძაბულ ვითარებას კიდევ გააძლიერებს“,-განაცხადა ალექსანდრ გრუშენკომ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ნატო-ს სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის  გახსნა 2014  წლის უელსის სამიტზე შეთანხმებული არსებითი პაკეტის ფარგლებში იგეგმება.
როგორც გუშინ ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრის შემდეგ ბრიუსელში ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა  განაცხადა, ამგვარი სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის, ისე პარტნიორი ქვეყნებისთვისაც, რომლებიც საკუთარ სამხედროებს საქართველოში არსებულ ახალ ცენტრში  მოამზადებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics