11:38 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-29 12:54:11, 1304 ნახვა

საზოგადოება
გლდანში სამ მისამართზე სპორტული მოედანი მოეწყო

გლდანის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამჯერად, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე სამი სრულიად ახალი სპორტული მოედანი მოეწყო. 

"კალათბურთის ერთი და ფეხბურთის ორი მოედანი სხვადასხვა მისამართზე განთავსდა.  კალათბურთის მოედანი მუხიანის 4ა მიკრორაიონის  N11-13-14 კორპუსებთან, ხოლო სკოლისა და წყაროს  ქუჩებზე კი, ფეხბურთის მოედნები მოეწყო. სამივე მოედნის პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 287 065  ლარი დაიხარჯა.

სპორტული მოედნების მოწყობის დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი ადგილზე გაეცნო",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
The Observer: სტარმერმა შესაძლოა გადადგომის შესახებ ორშაბათს განაცხადოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics