14:20 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-26 11:23:16, 714 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პროგრამის რეგიონულ კოორდინატორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) რეგიონულ კოორდინატორს, მაჰირ ალიევს შეხვდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სამინისტროსა და UNEP-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს და პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. მინისტრმა ქვეყანაში გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვისა და კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ სამცხე-ჯავახეთში მესხური ვაზისა და ქართული ხორბლის ენდემური ჯიშების აღდგენა-გავრცელების პროექტის განხორციელების პროცესში UNEP-ის მხარდაჭერაზეც ისაუბრა. 

გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) რეგიონულმა კოორდინატორმა, EU4Environment პროგრამის ფარგლებში, საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვების (SPP) მიდგომებისა და დებულებების დანერგვის პროცესში, საზოგადოების ჩართულობისა და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ამასთანავე, მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით, ქვეყანაში ნარჩენების მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (2022-2026) იმპლემენტაციის პროცესში გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, გარემო გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics