2022-10-22 13:17:22, 940 ნახვა
საზოგადოება
ლაღიძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ხელყუმბარა აფეთქდა - დაშავებულია 3 ადამიანი
რუსთაველზე, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაიყვანილი.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია მომხდარი. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აფეთქება, სავარაუდოდ, ყუმბარით მოხდა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მთელი პერიმეტრი შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,