2022-10-20 12:40:49, 2034 ნახვა
საზოგადოება
რამდენი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა საქართველოში - შსს სექტემბრის მონაცემებს აქვეყნებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სექტემბრის თვეში, საქართველოში 222 274 რუსი შემოვიდა.
შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სექტემბერში საქართველოში რუსეთიდან 511%-ით მეტი ადამიანი შემოვიდა.

კერძოდ, 2022 წლის სექტემბერში საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა 222 274 ადამიანი, გასულ წელს კი - 36 407.
შეგახსენებთ, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, სამხედრო გაწვევის ასაკის მქონე მამაკაცები ქვეყანას მასიურად ტოვებენ.
გამოქცეულ რუსებს, ლარსზე, კილომეტრიან რიგებში დღეების განმავლობაში უწევდათ დგომა, რათა საქართველოში შემოსულიყვნენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,