16:56 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-19 12:50:09, 1658 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი“ AWS კომუნის შეკრების მასპინძელია

27 ოქტომბერს, თიბისი, ტექ-სესიების ფარგლებში, AWS კომუნის შეკრებას მასპინძლობს. ღონისძიება, 27 ოქტობერს, 18:00 საათზე, თიბისი კონცეპტის სივრცეში, კ. მარჯანიშვილის 7-ში გაიმართება. “ამაზონ ვებ სერვისები” ამაზონის შვილობილი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლგიური კოპანიაა.

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია ყველა იმ მსურველისთვის, ვისაც ყველაზე ცხელი ტექ თემების განხილვა აინტერესებს თიბისის, AWS-ის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპიკერებთან ერთად.

AWS მომხმარებელთა ჯგუფი ქართველი და უცხოელი ინჟინრებისგან, დეველოპერებისგან და ბიზნეს პროფესიონალებისგან შემდგარი კომუნაა, რომლებიც მუდმივად უზიარებენ ერთმანეთს იდეებს და სწავლობენ ერთმანეთისგან და AWS-ის წამყვანი პროფესიონალებისგან. კომუნა მნიშვნელოვანი პლატფორმაა მათთვის, ვისაც უნდა თვალი ადევნონ და გაიგონ უახლესი ღრუბლოვანი ტექნოლოგიების შესახებ.

შეხვედრაზე შესაძლებლობა გექნებათ მოუსმინოთ ამაზონ ვებ-სერვისების სენიორ დეველოპერების წარმომადგენელს, ვიქტორ ვედმიჩს, გაიცნოთ AWS კომუნის წარმომადგენლები და გაიზიაროთ გამოცდილება ამაზონ ვებ-სერვისებით შექმნილ ტექნოლოგიებზე, რომლებიც ქართულ ფინ-ტექ და სადაზღვეო აპლიკაციების გადაწყვეტებში გამოიყენება.

ღონისძება, AWS მომხმრებლების კომუნის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით ტარდება. თიბისისთვის როგორც ტექნოლგიური და ფინანსური სერვისების მიმწოდებლისთვის, მნიშვნელოვანია ადგილობრივი პროფესიული ტექ-კომუნების გაძლიერება და ამ მიმართულებით საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

AWS - ამაზონ ვებ სერვისები - ამაზონის შვილობილი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლგიური კოპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ღრუბლოვანი და API ტექნოლოგიების მიწოდებას კომპანიებისთვის თუ სახელმწიფო დაწესებულებებისთვის.

ღონისძიება გაიმართება ინგლისურ ენაზე. ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://link.tbc.ge/AWS_Meetup

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics