2022-10-18 11:20:22, 1259 ნახვა
საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო - ვარძიის მუზეუმის მიმდებარედ, მთის ფერდობზე ქვათა ცვენა დაიწყო
სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ვარძიის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს, დილის საათებში, ვარძიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, პერიმეტრზე შესასვლელ შლაგბაუმთან, მთის ფერდობზე დაიწყო ქვათა ცვენა და დაგორდა ლოდები.
თუმცა, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს არის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ვარძიის სამონასტრო კომპლექსისგან მოშორებით, შესაბამისად, მომხდარის შედეგად ძეგლს საფრთხე არ დამუქრებია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,