2022-10-12 10:33:49, 637 ნახვა
საზოგადოება
„მანქანა გამართული იყო, ცეცხლის გაჩენაში სხვა ადამიანის ხელი ურევია“ - წალენჯიხის მერს მანქანა დაუწვეს
წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას ინფორმაციით, გვიან ღამით, სახლთან პირადი ავტომობილი დაუწვეს.
ხარჩილავას თქმით, ავტომობილი ტექნიკურად სრულად გამართული იყო და ვარაუდობს, რომ ცეცხლის გაჩენაში ადამიანის ხელი ურევია.
"ფაქტი დაახლოებით, 03:30 საათზე მოხდა. ჩემი პირადი ავტომობილია დამწვარი. მანქანა 100%-ით იყო გამართული. ექსპერტიზა ჩატარდა, მალევე მოვიდა პოლიცია და გამოძიება დაიწყო",- განაცხადა ხარჩილავამ.
შსს-ის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,