2022-10-03 12:56:31, 2350 ნახვა
საზოგადოება
მარნეულში მასწავლებელმა, დასჯის მიზნით, მოსწავლეები მუხლებზე დააყენა - შსს-მ გამოძიება დაიწყო
მარნეულის სკოლაში ქართული ენის მასწავლებელმა, რაჰმან მუსაევმა, დასჯის მიზნით, მოსწავლეები მუხლებზე დააყენა. შემთხვევა სოფელ კირიხლოს ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.
შემთხვევა გუშინ მოხდა, რის შესახებაც ინფორმაცია აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ გაავრცელა. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არაა, ვინაიდა მარნეულის ბევრი სკოლაში ასეთი სიტუაციაა - ამის მთავარი მიზეზი კი სკოლის პოლიტიზირებაა.
როგორც ბაირამოვამ დასძინა, ქართულის პედაგოგი სკოლის დირექტორის ძმისშვილია და მარნეულის საკრებულოს წევრი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,