05:18 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-01 13:24:55, 562 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტომ იძულებით გადაადგილებულ 107 პირს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, იძულებით გადაადგილებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა გადასცა.

ღონისძიებას დევნილთა სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი მხეიძე და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბელ აბესაძე  ესწრებოდნენ.

ირაკლი მხეიძის თქმით, პროგრამის  მთავარი მიზანია სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა.

„ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ სოფლად  განსახლების შემდეგ, დევნილ და ეკომიგრანტ ოჯახებს, საკუთარი საქმიანობის წამოწყებაში თუ გაფართოებაში შევუწყოთ ხელი.  მნიშვნელოვანია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო, სრულად ინტეგრირდნენ  და აღარ იყვნენ დამოკიდებული მხოლოდ სახელმწიფოს დახმარებაზე“, - განაცხადა ირაკლი მხეიძემ.

ამ ეტაპზე,  ხელის ტრაქტორი იძულებით გადაადგილებულ 107 პირს გადაეცა, მათ შორის 86-ს შიდა ქართლის რეგიონში.

დევნილებისა და ეკომიგრანტების საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამებს სააგენტო, ყოველწლიურად, ახორციელებს და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics