00:07 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-30 15:05:15, 885 ნახვა

საზოგადოება
ლაქ-საღებავებიდან აქროლადი ორგანული ნაერთების გაფრქვევების შემცირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი მუშავდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ტექნიკური რეგლამენტის პროექტის „საღებავებში, ლაქებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაღებვის პროდუქციაში ორგანული გამხსნელების გამოყენებით გამოწვეული აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) გაფრქვევების ზღვრული ნორმების შესახებ“ განხილვა გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რეგლამენტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად შეიმუშავა.

რეგლამენტის პროექტის განხილვას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ლაქ-საღებავების მწარმოებელი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი და რეალიზატორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რეგლამენტის პროექტის განხილვაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსმა, ნოე მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ დღეისათვის, ევროკავშირის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში ლაქ-საღებავებში აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) შემცველობა არ რეგულირდება. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის მიღება, რომელიც ქვეყანაში აონ-ების გაფრქვევების შემცირების მიზნით, ითვალისწინებს შეზღუდვების დაწესებას აონ-ების მაღალი შემცველობის მქონე საღებავების, ლაქებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაღებვის პროდუქციისთვის, ასევე დაარეგულირებს შესაბამისი პროდუქტების ეტიკეტირების საკითხებს.

ტექნიკური რეგლამენტის პროექტს, ევროკავშირის მხარდაჭერით, ქართველი და ევროპელი ექსპერტების მიერ ჩაუტარდა რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA).  დოკუმენტზე მუშაობის პროცესში, აქტიურად მიმდინარეობდა კონსულტაციები საქართველოში ლაქ-საღებავების მწარმოებელ, იმპორტიორ და დისტრიბუტორ კომპანიებთან.

„საღებავებში, ლაქებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაღებვის პროდუქციაში ორგანული გამხსნელების გამოყენებით გამოწვეული აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) გაფრქვევების ზღვრული ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ ამოქმედება მომავალი წლის 1-ელ სექტემბერს იგეგმება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics