00:26 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-28 12:49:10, 846 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე - თბილისისთვის ყველაფერს გავაკეთებ, რადგან ის იმსახურებს, რომ საუკეთესო იყოს

თბილისი იმსახურებს, რომ საუკეთესო იყოს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, ამჟამად საცობებთან დაკავშირებული დისკომფორტი არსებობს, მაგრამ ის თბილისისთვის და თბილისელებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„საცობებთან დაკავშირებით, ცხადია არსებობს დისკომფორტი, მაგრამ ამას აქვს თავისი გამომწვევი მიზეზები - მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. როგორც ქალაქის მერს, გამიხარდებოდა, რომ ეს ქუჩები მოწესრიგებული ყოფილიყო და ისე გვიწევდეს რეფორმის განხორციელება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. თბილისისთვის ყველაფერს გავაკეთებ იმიტომ, რომ ამ ქალაქმა ძალიან ბევრი რამ მომცა. ჩემი წარმატება ზუსტად აქედან დაიწყო და ის იმსახურებს, რომ იყოს საუკეთესო, ყველანაირად მოწესრიგებული. ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანები თავს კომფორტულად უნდა გრძნობდნენ, ამაყობდნენ თავიანთი უბნებით და ქუჩებით, მოწესრიგებული რეკრეაციული სივრცეებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერიას აქვს მზაობა, რომ ქალაქი სხვადასხვა პროექტების შედეგად განვითარდეს და მოწესრიგდეს. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics