05:00 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-23 14:05:05, 651 ნახვა

საზოგადოება
აზარაშვილი განმარტავს, როგორ ხდება დასაქმების პროგრამაში სოციალურად დაუცველი პირების ჩართვა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარსდგა. ზურაბ აზარაშვილი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამასთან დაკავშირებით  პარტია "საქართველოსთვის" წევრების კითხვებს პასუხობს.

დეპუტატები დაინტერესდნენ, თუ ვინ ახორციელებს პროგრამის ბენეფიციართა შერჩევას და ჩართულია, თუ არა ამ შერჩევის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. ასევე ახდენენ თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები სარეკომენდაციო ხასიათის სიების შედგენასა და წარდგენას შესაბამის უწყებაში. 

ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი  პრაქტიკა არ არსებობს და ვრცლად განმარტა, თუ როგორ ხდება დასაქმების მასშტაბურ პროგრამაში სოციალურად დაუცველი პირების ჩართვა. 

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით პროგრამის მოსარგებლეთა სიას, კრიტერიუმების მიხედვით, სოციალური მომსახურების სააგენტო ადგენს და შემდეგ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს გადასცემს.

დასაქმების სააგენტო, სიაში მყოფ სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან პირებთან პროაქტიულად მუშაობს, უწყვეტ რეჟიმში ახდენს მათთან კომუნიკაციას და მათ ინფორმირებას. 

„პირველ რიგში დაკავშირება მოხდა სოციალურად დაუცველ ისეთ ოჯახებთან, სადაც 3, 4, 5 და მეტი შრომისუნარიანი პირი ცხოვრობდა.“, -  განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. 

მისი თქმით, პროგრამით დაინტერესებული სოციალურად დაუცველი პირების პირველად შერჩევას დასაქმების კონსულტანტები ახდენენ. ფასდება სოციალურად დაუცველი პირის ცოდნა, უნარები და სამუშაო გამოცდილება. შეფასების შედეგად სოციალურად დაუცველი პირები პირობითად, შემდეგ ჯგუფებად იყოფა: სოციალურად დაუცველები, რომლებსაც აქვთ სამუშაო სტაჟის ხანგრძლივი წყვეტა და შესაბამისად მათი ცოდნა და უნარები ვერ პასუხობს შრომის ბაზრის მოთხოვნებს; სოციალურად დაუცველები, რომლებსაც სურთ ღია შრომის ბაზარზე დასაქმება, მიუხედავად კვალიფიკაციისა; სოციალურად დაუცველები, რომლებიც ეწევიან არაფორმალურ ეკონომიკურ საქმიანობას ან არიან არაფორმალურად დასაქმებულები. პროფილირების შედეგებიდან გამომდინარე, დასაქმების კონსულტანტები, სოციალურად დაუცველ პირს სთავაზობენ  დასაქმებას საზოგადოებრივ სამუშაოებზე, დასაქმებას ღია შრომის ბაზარზე, მოკლევადიან პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსებში ჩართვას და შემდეგ დასაქმებას ღია შრომის ბაზარზე, საკუთარი არაფორმალური დასაქმების ან არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზებას. 

„ნებისმიერი ერთი შეთავაზებით სარგებლობის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი პირის ოჯახი 4 წლის განმავლობაში უწყვეტად ინარჩუნებს სარეიტინგო ქულას, ფულად და არაფულად დახმარებას“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics