2022-09-21 15:31:55, 1088 ნახვა
საზოგადოება
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, ბიზნესის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, სასტუმრო „პულმანში“, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას დასაქმების სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს დირექტორმა, ნინო ველთაურმა, მოწვეულ სტუმრებს, დასაქმების ხელშეწყობის მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებისა და სააგენტოს სერვისების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
საინფორმაციო შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა.
წარმოდგენილმა მხარეებმა, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების განხორციელების პროცესში, ურთიერთთანამშრომლობის ორმხრივი გზების განვითარებასა და ერთობლივ სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),