06:33 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-14 16:28:38, 886 ნახვა

საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N19 კორპუსის მიმდებარედ, ფარეხების ნაცვლად, დასასვენებელი სივრცე ეწყობა

ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N19 კორპუსის მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. ადგილობრივი მოსახლეობის სურვილით და ინიციატივით,  17 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. ტერიტორიის ნაწილზე გამწვანებული კეთილმოწყობილი სკვერი ეწყობა, ნაწილზე კი, ადგილობრივების სურვილით, ავტოსადგომი იქნება.

"ამ დროისთვის, შიდა ეზოში უკვე მოეწყო კალათბურთის მინი სტადიონი, სავალი ბილიკი მოპირკეთდა ფილებით, დამონტაჟდა განათება და ეწყობა ღობე.

გარდა ამისა, დასასვენებელ სივრცეში განთავსდება ბავშვთა-გასართობი ზონა ატრაქციონებით და დამონტაჟდება სხვა შესაბამისი საპარკო ავეჯი.

სამუშაო პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics