07:38 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-12 15:21:54, 1062 ნახვა

საზოგადოება
BMG-ის ჟურნალისტი - მთავრობაში ამკრძალეს - მივედი და არ შემიშვეს, ბევრ კითხვას სვამ და კოლეგებს აწუხებო

BMG-ის ჟურნალისტის, თელარა გელანტიას განცხადებით, მთავრობის სხდომაზე შესვლის უფლება არ მისცეს, რადგან "ბევრ კითხვას სვამდა". 

როგორც ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს, 10 წელია მთავრობის სხდომებს აშუქებს, თუმცა დღეს, ოფიციალურ მიზეზად პრესსამსახურის თანამშრომელმა უთხრა, რომ წესებს არღვევს- ბევრ კითხვას სვამს და სხვა კოლეგებს აწუხებს. 

 

"არ ვიცი, რა ვთქვა - საქართველოს მთავრობაში ამკრძალეს!

მოკლედ, დღეს მთავრობის სხდომაა - სიაში ჩავეწერე. მე-10 წელია მთავრობის სხდომებს ვაშუქებ. მივედი და არ შემიშვეს. ოფიციალურ მიზეზად პრესსამსახურის თანამშრომელმა Nino Tskhadadze მითხრა, რომ თურმე წესებს ვარღვევ - ბევრ კითხვას ვსვამ და სხვა კოლეგებს ვაწუხებ და ა.შ. თან დაკვირვებაც აწარმოეს თურმე ჩემზე და ეს მოიფიქრეს (ვიცი, ნინო არაფერ შუაშია - უთხრეს და მითხრა).  (BMG-იდან მარტო მე ამკრძალეს დღეს - სხვაზე არ აქვთ პრობლემა)…

გონივრული ეჭვი მაქვს, მთავრობის ადმინისტრაცია გააღიზიანა ჩემმა სიუჟეტმაც (9 სექტემბერს გავიდა ეთერში) სადაც მოვყევით, როგორ ირღვევა კანონი და ორი წელია მთავრობის არცერთი განკარგულება არ გამოუქვეყნებიათ (კომენტარში დავდებ ლინკს) 

Irakli Garibashvili მარტო მტერი გყავთ ირგვლივ - ყველა, მგონი, მხოლოდ იმას ცდილობს, რომ მაქსიმალურად ნეგატიური როლი გქონდეთ. 

Nino Giorgobiani მეგონა, პრემიერის იმჯისთვის კარგი გინდოდა ნინო",- წერს ჟურნალისტი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics