2022-08-19 15:16:56, 1097 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ ოთხ მისამართზე ბავშვთა გასართობი ზონა მოეწყო
გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დიდ სკვერებთან ერთად, გლდანის რაიონში ბავშვთა გასართობი მოედნებისა და მოსასვენებელი სივრცეების მოწყობაც მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, ბავშვებისთვის გასართობი სივრცე კიდევ ორ მისამართზე - გლდანის II მიკრორაიონის N28 და მუხიანის IV ბ მიკრორაიონის N45 კორპუსებთან დასრულდა.
„ჯამში, მიმდინარე წელს, გასართობი ზონები ოთხ მისამართზე მოეწყო. სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ზონებში სკვერისთვის საჭირო ინვენტარი განთავსდა, რისთვისაც გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 206 746 ლარი დაიხარჯა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),