|
2022-08-17 15:28:35, 974 ნახვა
საზოგადოება
სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, შპს „ძმები ავალიანების მარანი“ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისათვის განახლებად ენერგიას იყენებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგიაშვილებში იმყოფებოდნენ, სადაც „ძმები ავალიანების მარნის“ მეურნეობა დაათვალიერეს. უწყების ცნობით,, „სოფლის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, შპს „ძმები ავალიანების მარანმა“, 51 მზის პანელის შესაძენად, 30,000 ლარის ოდენობის თანადაფინანსება მიიღო. მზის მიკრო ელექტრული სადგური გამომუშავებული ელექტრო ენერგიით (25კვ) მცირე საოჯახო მარანს ამარაგებს. მარნის მოსაწყობად კომპანიას მიღებული აქვს 1,300,000 ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტი; მარანში 5 ადგილობრივია დასაქმებული; პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. “სოფლად მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის დასაქმების, მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აგრარული მიმართულებით საქმიანობის სტიმულირება, მნიშვნელოვანია არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერაც. სწორედ ამ მიზნით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის თანადგომით, მათთან ერთად, ,,სოფლის განვითარების პროგრამას“ ვახორციელებთ. ამ პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ენერგიის განახლებადი წყაროების დანერგვის ხელშეწყობაა. ამ წყაროებით მიღებული ენერგიის ეფექტურად გამოყენება ამცირებს როგორც დანახარჯებს, ისე გარემოზე უარყოფით ზეგავლენას, რაც ცალსახად პრიორიტეტულია.’- განაცხადა ოთარ შამუგიამ. „ძმები ავალიანების მარნის“ მეურნეობაში მინისტრთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტის მერი რონალდ ბერიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, ქედის, შუახევის და ხულოს მაჟორიტატი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძეც იმყოფედნენ. „სოფლის განვითარების პროგრამა“ ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. პროგრამის მიზანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევა და ბუნებრივი რესურსების ეფექტიანად გამოყენება. „სოფლის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, დაფინანსებულია 76 პროექტი; ინვესტიციის ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს აჭარბებს; თანადაფინანსება 7 მილიონ ლარზე მეტია. რაც შეხება ქედის მუნიციპალიტეტს, პროგრამით დაფინანსებულია 7 პროექტი, ინვესტიციის ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს აჭარბებს, თანადაფინანსება კი 600 ათას ლარზე მეტია. სოფლის განვითარების პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)