13:46 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-12 11:38:00, 552 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია ვაშლის გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ვაშლის გადამმუშავებელი და კონცენტრატის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე, ვაშლის მოსავლის აღების სეზონთან დაკავშირებით სექტორში არსებული ვითარება და არსებული გამოწვევები განიხილეს. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია, მეწარმეებთან და სექტორის ყველა  რგოლთან აქტიური კომუნიკაცია, რათა ზუსტად განისაზღვროს საჭიროებები და  მიმდინარე პროცესების სწორი ანალიზით მოხდეს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. 

„წელს, ვაშლის საპროგნოზო მოსავალი უხვია და, დაახლოებით, 130-135 ათას ტონას შეადგენს; თუმცა, უამინდობამ და ხშირმა წვიმებმა ვაშლის ხარისხზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. მიმდინარე სეზონზე,  გადამმუშავებელი საწარმოები, კონცენტრატის  წარმოებისთვის, დაახლოებით 50 ათასი ტონა ვაშლის ჩაბარებას გეგმავენ. კომპანიები ვაშლის მიღებას, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყებენ. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ  ვაშლის მოსავლის აღება-დაბინავება-რეალიზაციის პროცესის შეუფერხებლად უზრუნველსაყოფად,  უახლოეს მომავალში, შეჯერებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - თავდასხმის შემთხვევაში, ირანი ისრაელს დაუყოვნებლივ უპასუხებს
რუსეთს თავს დაესხა 50 დრონი, დაზიანდა ელექტრო ქვესადგურები, გაჩნდა ხანძარი ნავთობის საცავში
მედია - სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, თუ სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics