04:37 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-08 11:16:47, 626 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს რკინიგზას ბოლო 7 წლის განმავლობაში სატვირთო გადაზიდვებში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვს

საქართველოს რკინიგზამ სატვირთო გადაზიდვების 2022 წლის პირველი 6 თვის შედეგები გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში კომპანიამ ჯამურად 6.8 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 13.3%-ით აღემატება. რაც შეეხება შემოსავლებს, გადაზიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 191 მლნ ლარს გადააჭარბა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 7 წლის განმავლობაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რკინიგზა სატვირთო გადაზიდვებში ზრდის ტრენდს 2018 წლიდან ინარჩუნებს. გადაზიდვების მაჩვენებლები გაზრდილია ყველა მიმართულებით. ესენია: ჩინეთი (6, 129 TEU), ყაზახეთი (7, 708 TEU), შუა დერეფანი (13, 837 TEU) და ბაქო-თბილისი-ყარსი (11,112 TEU). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გადაზიდვები მომატებულია შემდეგი სახეობის ტვირთებზე: მაზუთი (ყაზახეთიდან), ნედლი ნავთობი (ყაზახეთიდან), მეთანოლი (აზერბაიჯანიდან), კარბამიდი (თურქმენეთიდან, უზბეკეთიდან, აზერბაიჯანიდან), შაქრის ნედლეული (შუა აზიიდან). საქართველოს

რკინიგზის გენერალური დირექტორის, დავით ფერაძის განცხადებით, კომპანიის მთავარი გამოწვევა ისევ უცვლელია: ,,ახალი ტვირთების მოზიდვა დერეფანში და მათი შენარჩუნება გრძელვადიან პერსპექტივაში.“




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics