10:41 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-04 13:59:02, 557 ნახვა

საზოგადოება
უკრაინელი ბავშვებისთვის თავშესაფრის და აუცილებელი პირობების მოთხოვნით, PHR-მა სასამართლოს მიმართა

ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)  ორი უკრაინელი ბავშვისთვის თავშესაფრის და აუცილებელი პირობების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

ორგანიზაციის ცნობით, 2022 წლის პირველ აგვისტომდე 9 წლის ვოლოდიმირი და 10 წლის მიხაილო უკრაინიდან ჩამოსული ლტოლვილებისთვის განკუთვნილ სასტუმროში ცხოვრობდნენ, სადაც სამჯერადი კვებით იყვნენ უზრუნველყოფილნი, თუმცა პირველ აგვისტოს საქართველოს მთავრობამ ბავშვები დედასთან და კიდევ ათობით სხვა უკრაინელთან ერთად ქუჩაში და ფაქტობრივად მშიერი დატოვა.

"პირველივე, რაც 10 წლის მიხაილომ გვითხრა, თუ რა სჭირდებოდა იყო - „საჭმელი, წამლები... საცხოვრებელი“. რასაც მოაყოლა, რომ ძალიან უნდოდა სათამაშოები.  ორგანიზაცია ითხოვს ბავშვები დაუყოვნებლივ უზრუნველყოფილნი იყვნენ თავშესაფრით, საკვებით და სხვა აუცილებელი პირობებით,"- ვკითხულობთ განცხადებაში.

პირველი აგვისტოდან #PHR საქმეში ჩაერთო და სამ აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით დროებითი განჩინების გამოცემის შესახებ.

 

ფოტოზე: 10 წლის მიხაილოს ნახატი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კაია კალასი - აქცენტი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე და არა მისგან დაშორებაზე უნდა გაკეთდეს
ქალთა მოძრაობა - ქალები ვირჩევთ ევროპას!
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics