2022-08-02 13:39:58, 262 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - პროგრამის ფარგლებში, პირველი ავარიული კორპუსი, ვარკეთილის მესამე მასივში ჩანაცვლდება
![]() ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი ავარიული კორპუსი, ვარკეთილის მესამე მასივში ჩანაცვლდება,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კააძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, დეტალური ხარჯთაღრიცხვა და პროექტი უკვე შედგენილია. „სამგორის რაიონში, ვარკეთილის მესამე მასივში მდებარეობს ხუთსართულიანი მაღალი კატეგორიის ავარიული შენობა, საიდანაც მოსახლეობა უკვე გაგვყავს და ნაწილი ქირით გაყვანილია. მუნიციპალიტეტი ამ შენობის დემონტაჟს და მის ნაცვლად, ახლის მშენებლობას დაიწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დეტალური ხარჯთაღრიცხვა და პროექტი შედგენილია, ექსპერტიზა ჩატარებულია და გამოცხადებულია ბაზრის კვლევა", - განაცხადა კალაძემ. გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტისა და კერძო სექტორის თანამშრომლობა, აღნიშნული საპილოტე პროექტი წარმატებით განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია.
ბრეგაძე - ყველა პატიმარი, მათ შორის გოგაშვილი, საშხაპეში შესვლის უფლებით სარგებლობს
13-14 აგვისტოს თბილისის მეტრო „დიდუბიდან“ „სადგურის მოედნამდე“ არ იმოძრავებს
Global Finance-მა „საქართველოს ბანკის” მობილური აპლიკაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
შსს - ტურისტების დასახმარებლად მაშველთა ჯგუფი მწვერვალ თეთნულდისკენ ფეხით მიემართება
|
ომი უკრაინაში![]() აშშ-ს დაზვერვა - რუსეთი ფრონტზე ყოველდღიურად 500 ჯარისკაცს კარგავს
![]() მედვედევი - ევროკავშირსაც აქვს ატომური ელექტროსადგურები, სადაც უბედური შემთხვევები ასევე შეიძლება მოხდეს
![]() უკრაინაში ბრიტანული M270 MLRS-ის კიდევ ერთი პარტია ჩავიდა
ვიდეო/LIVE „შინ ევროპისკენ“ - რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს
![]() ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს 2022 წლის ნაცვლად, 2023 წელს განიხილავს
მთავარი თემა
|