01:21 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-01 18:04:58, 888 ნახვა

საზოგადოება
9, 10 და 11 აგვისტოს მიმდინარე სამუშაოების გამო, სამგზავრო და სატვირთო მატარებლები არ იმოძრავებენ

საქართველოს რკინიგზამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად 9, 10 და 11 აგვისტოს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები არ იმოძრავებენ. მიზეზი  მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებია.

შეგახსენებთ, რომ კომპანია 249 მლნ დოლარის ღირებულების პროექტს ახორციელებს, რომელიც გამტარუნარიანობის გაზრდასა  და უსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ, შემცირდება სამგზავრო მატარებლების გადაადგილების დრო.

 ამ პროექტის ფარგლებში: შენდება ახალი გვირაბები, სარკინიგზო ხიდები, იცვლება საკონტაქტო ქსელი, შენდება ახალი მიწის ვაკისი, სადგურები, რეაბილიტაცია უტარდება რამდენიმე ქვესადგურს. 
სამუშაოების დასრულების შემდეგ, კერძოდ 12 აგვისტოდან მოძრაობა საქართველოს რკინიგზაზე სრულად განახლდება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics