06:36 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-01 11:46:30, 757 ნახვა

საზოგადოება
მერიამ თბილისში მცხოვრები უკრაინელების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა დაასრულა

თბილისის მერიამ დაასრულა თბილისში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის  პროგრამა, რომელზეც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 15 ივლისიდან საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა, რომლის ფარგლებში, ოჯახზე თვეში 300 ლარი, ხოლო ოჯახის თითოეულ წევრზე - 45 ლარი გაიცემა. 

უწყების ცნობით, რაც შეეხება თბილისში მყოფი უკრაინელი დევნილებისთვის არსებულ უფასო მუნიციპალურ სერვისებს, კვლავ ძალაში რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა, მუნიციპალური საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების მომსახურება.                 

თბილისში მცხოვრებ უკრაინელ მოქალაქეებს უფასო  მომსახურებას უწევს შემდეგი მუნიციპალური ცენტრები: მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, თბილისის მერიის ფეხბურთის სპორტული ცენტრი „იმედი“, თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი და მისი სტრუქტურული ერთეულები: აკრობატიკის ცენტრი, ტანვარჯიშის ცენტრი, წყნეთის სპორტული კომპლექსი; თბილისის მერიის მ. ცერცვაძის სახელობის ფიგურული სრიალის  სპორტული ცენტრი, თბილისის მერიის ვ. კაჭარავას სახელობის ფრენბურთის ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრი, გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრი და მისი სტრუქტურული ერთეულები: გლდანის საცურაო აუზი, კულა გლდანელის სახელობის ჭიდაობის დარბაზი, მუხიანის სარაგბო კომპლექსი, ნაძალადევის სპორტული კომპლექსი; ა(ა)იპ „ჩოგბურთის განვითარება“, ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრი და მისი სტრუქტურული ერთეულები: ლილოს სპორტული ცენტრი, ვაზისუბნის სარაგბო მოედანი, ჩოგბურთის კორტები, ვარკეთილის ჭიდაობის დარბაზი, ლილოს საცურაო აუზი; მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი, თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი, თბილისის გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი, თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი, თბილისის კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი, პანტომიმის სახელმწიფო თეატრი, თბილისის თეატრი „გლობუსი“, სამეფო უბნის თეატრი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება და მისი ფილიალები; თბილისის მერიის ა. მიზანდარის სახელობის N1 ხელოვნების სკოლა, თბილისის მერიის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის N2 ხელოვნების სკოლა, თბილისის მერიის მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის სახელობის N6 ხელოვნების სკოლა, თბილისის მერიის კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის N7 ხელოვნების სკოლა, თბილისის მერიის მ. კოსტავას სახელობის N8 ხელოვნების სკოლა, თბილისის არამ ხაჩატურიანის სახელობის N10 ხელოვნების სკოლა, თბილისის მერიის ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზია, თბილისის მერიის დავით ანდღულაძის სახელობის N14 ხელოვნების სკოლა, თბილისის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის N1 სამხატვრო ხელოვნების სკოლა, თბილისის მერიის ი. სუხიშვილის სახ. ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდია, თბილისის მერიის სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics