|
2022-07-30 16:49:45, 2082 ნახვა
საზოგადოება
გარდაცვლილი ტურისტის ცოლი - ქმრის გარდაცვალების შესახებ ახალ ამბებში გავიგე
დღეს დილით ახალ ამბებში ვნახე, პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, სადაც ამბობდა, რომ 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ტურისტიც,- ამის შესახებ 29 ივლისს გუდაურში გარდაცვლილი ტურისტის ცოლი შერილ მორალ ტიმანი „რადიო თავისუფლებასთან" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. მისი თქმით, ქმრის გარდაცვალების შესახებ შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ამ დრომდე არ ფლობს და არც ცხედარი გადასცემია. „სასწრაფო დახმარების ექიმები პარაპლანის კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად და მითხრეს, რომ ჩემი ქმარი აღარ იყო ცოცხალი. მე ვსვამდი კითხვებს, რა მოხდა, სად არის ის ახლა, როგორ გარდაიცვალა? დღეს დილით კი ახალ ამბებში ვნახე, რომ პრემიერ-მინისტრი ამბობდა, რომ 8 ადამიანი დაიღუპა და ასევე ტურისტიც. მაგრამ მე ჯერაც არ ვიცი ოფიციალური ინფორმაციით, როგორ გარდაიცვალა. ისევ არ გადმოგვცემია ცხედარი. დღეს დილით პოლიციის განყოფილებაში წავედით, იქ ინგლისური არავინ იცოდა ერთი ბიჭის გარდა, რომელმაც გვითარგმნა, რომ არ იცის, ჩემი ქმარი ცოცხალია თუ არა. ასე რომ, არ ვიცი, ახალი ამბავი მისი გარდაცვალების შესახებ საიდან მოვიდა",- განაცხადა ტიმანმა. ამასთან, ტიმანის თქმით, მისი მეუღლისთვის ეს პარაპლანით პირველი გაფრენა იყო. „ჯერ ჩემი ქალიშვილი გაფრინდა პარაპლანით, შემდეგ მე და ბოლოს ჩემი ქმარი. ამინდი კარგი იყო, მაგრამ მოულოდნელად ძლიერი ქარი ამოვარდა. ჩემს ინსტრუქტორსაც კი პრობლემა შეექმნა დაჯდომის დროს. მე რომ დავეშვი, დავინახე, რომ ჩემს ქმარს ინციდენტი შეემთხვა. ჩვენ ველოდებოდით მაშველებს და ბოლოს გამოჩნდა ვერტმფრენიც. მეუბნებოდნენ, რომ ძალიან რთული იყო სამაშველო ოპერაცია და ამიტომ მეც ვითხოვდი, რომ ვერტმფრენი გამოეყენებინათ. მოვიდა ვერტმფრენი და დაიწყო მოსახერხებელი პოზიციის შერჩევა. მოულოდნელად მან ვარდნა დაიწყო და აფეთქდა",- დასძინა ტიმანმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ,, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს ორი პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი. როგორც შემთხვევის ადგილზე მისულმა შსს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, ვერტმფრენში მყოფი რვავე პირი დაიღუპა. შს მინისტრის თქმით, ასევე დაიღუპა უცხოელი ტურისტიც, ვის საშველადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია. ამასთან, პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ერთი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ სამძიმრის წერილში განაცხადა, რომ გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)