21:04 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-30 01:56:05, 1303 ნახვა

საზოგადოება
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი - აზერბაიჯანი საქართველოს გვერდით დგას ამ რთულ პერიოდში

გუდაურში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საქართველოს სამძიმარს უცხადებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი.

„გუდაურის საკურორტო რაიონში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ გავრცელებულმა ცნობამ ძალიან დაგვამწუხრა. ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობარი საქართველოს მოსახლეობას. აზერბაიჯანი საქართველოს გვერდით დგას ამ რთულ პერიოდში“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს ორი პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics