21:04 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-28 18:16:55, 1043 ნახვა

საზოგადოება
ყაზბეგის გამზირის N47-49-ის მიმდებარედ კომბინირებული დასასვენებელი სივრცე მოეწყო

ვაკის რაიონში, ყაზბეგის გამზირის N47-49-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი კეთილმოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 უწყების ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე განახლდა სპორტული მოედანი - მოეწყო ბეტონის საფუძველი, ღობე, დამონტაჟდა კარები, ფარები, დაიგო რბილი საფარი. გარდა ამისა, მოედნის გარშემო განთავსდა ბავშვთა-გასართობი ზონა სხვადასხვა ატრაქციონით, დამონტაჟდა სხვა საპარკე ინფრასტრუქტურა, მოეწყო ბილიკები, განათების სისტემა, დაირგო მცენარეები.

დასასვენებელი სივრცე, დაახლოებით, 3 000 კვ. მ ფართობს მოიცავს. სამუშაოები, გამგეობის დაკვეთით, შპს „ქუალითიმ“ განახორციელა.

კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ტყემალაძესთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ნოდარ ტურძელაძესთან ერთად გახსნა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics