23:59 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-21 12:30:30, 564 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში ორ მისამართზე ბავშვთა გასართობი ზონა მოეწყო, ორზე კი მიმდინარეობს

გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დიდი მოცულობის სკვერებთან ერთად, ბავშვთა გასართობი მოედნებისა  და მოსასვენებელი ტერიტორიის მოწყობაც მიმდინარეობს. 

ამ  ეტაპზე, ბავშვებისთვის გასართობი ზონები  ორ მისამართზე დასრულდა, ორ მისამართზე კი  მიმდინარეობს. სივრცეები ითვალისწინებს გასართობი ატრაქციონების, საპარკე სკამების, ნაგვის ურნების  განთავსებას, კაუჩუკის საფარის დაგებას, მოაჯირის მოწყობას.

საბავშვო ზონები  წყალსადენის N7 (ყოფილი სასტუმრო ,,ბახტრიონის“) მიმდებარედ  და III მიკრორაიონის N 68ა - 68 ბ კორპუსებთან დასრულდა, გლდანის II მიკრორაიონის N28 და მუხიანის IV ბ მიკრორაიონის N45 კორპუსებთან კი, მიმდინარეობს. 

აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან  ჯამში,  228 681 ლარი დაიხარჯება. დასრულებულ სამუშაოებს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი გაეცნო. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics