2022-07-20 14:09:47, 751 ნახვა
საზოგადოება
საქორწინო რიტუალების საფასური იზრდება - ნახეთ განახლებული ფასები
საქართველოს მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის დადგენილებით, საქორწინო რიტუალების საფასური იზრდება.
იუსტიციის სახლის მიერ საკუთარ სერვისებთან დაკავშირებით გასაწევი მომსახურების საფასურები შემდეგნაირად განისაზღვრა:
ა) სპეციალური სარიტუალო მომსახურება (ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება) იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში − 75 ლარი;
ბ) სპეციალური სარიტუალო მომსახურება (ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება) ქორწინების სახლში:
ბ.ა) შაბათს და კვირას – 225 ლარი;
ბ.ბ) ნებისმიერ დღეს, გარდა შაბათისა და კვირისა – 135 ლარი;
გ) შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურება (იუსტიციის სახლის ტერიტორიული ორგანოსა და ქორწინების სახლის შენობის გარეთ (ადგილზე) ქორწინების რიტუალის ჩატარება) – 255 ლარი.
დადგენილება 2022 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,