|
2022-07-15 11:33:13, 1475 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „სამრეწველო ემისიების შესახებ“ ახალი კანონის პროექტი განიხილეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამრეწველო სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და პროექტით გათვალისწინებული ვალდებულებები განიხილეს. კანონის პროექტის მიხედვით, ქვეყანაში ახალი ინტეგრირებული სანებართვო სისტემა დაინერგება, რომლის მიზანია სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და მიწაში ემისიების პრევენცია, შემცირება და კონტროლი. პროექტი ითვალისწინებს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციასაც. სამრეწველო სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი დაესწრო. მინისტრის მოადგილემ სამრეწველო საქმიანობებიდან გარემოს დაბინძურების პრევენციისა და მისი შემცირების ეფექტიანი მექანიზმებისა და რეგულაციების შემოღების აუცილებლობაზე ისაუბრა, რაც ევროპული სტანდარტის დანერგვის და ეროვნული კანონმდებლობის სრულყოფის კუთხით უმნიშვნელოვანესია. „ახალი კანონპროექტი ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას ისახავს მიზნად და მსხვილ სამრეწველო საწარმოებს ავალდებულებს, გარემოს დაბინძურების შესამცირებლად, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა უზრუნველყონ. კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენა საშემოდგომო სესიაზეა დაგეგმილი; შემდეგ დაიწყება საკანონმდებლო განხილვები. ამ პროცესში აუცილებელია, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან კანონპროექტთან დაკავშირებული ყველა საკითხის დეტალური განხილვა და მათი მხრიდან იმ შესაძლო სირთულეების შესახებ ინფორმაციის მოსმენა, რაც კანონპროექტით გათვალისწინებული სიახლეების დანერგვას შესაძლოა მოჰყვეს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. კანონის პროექტიდან გამომდინარე ვალდებულებების განხილვას ენერგიის წარმოების, ნავთობის/ნავთობპროდუქტების, მინერალური ნედლეულის გადამუშავების (ცემენტის კლინკერის, კირის, აგურის წარმოება), ქიმიური მრეწველობის და ქაღალდის წარმოების სექტორში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრები, მრეწველობის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან, 19 და 22 ივლისს გაგრძელდება. „სამრეწველო ემისიების შესახებ'' საქართველოს კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://eiec.gov.ge/Home.aspx/News/details/1842
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)