05:52 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-08 15:55:07, 1257 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტი ტესტის შესრულებას ოჯახის წევრის ნაცვლად ცდილობდა - აპლიკანტები გამოცდიდან მოხსნეს

2022 წლის ეროვნული გამოცდებიდან მოიხსნა 2 აბიტურიენტი, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან, ერთი მათგანი გამოცდაზე შესვლას მეორის ნაცვლად ცდილობდა,- აცხადებს გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგაძე. 

edu.aris.ge გორგაძეზე დაყრდნობით წერს, რომ კიდევ  2 აბიტურიენტს აეკრძალა საგამოცდო პროცეში მონაწილეობის მიღება. მათ შორის, ერთი - ტელეფონის ფარულად შეტანის, მეორე კი დამხმარე მასალის აღმოჩენის გამო. 

„ მინდა ვთქვა, რომ გვაქვს გამოცდიდან მოხსნის 4 შემთხვევა. ერთი იყო ტელეფონის ფარულად შეტანის გამო, მეორე - დამხმარე მასალის აღმოჩენის გამო და იყო კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული პირი, მისი ოჯახის წევრის ნაცვლად ცდილობდა შეესრულებინა ტესტი. მინდა, გავაფრთხილო კიდევ ერთხელ აპლიკანტები, რომ მსგავსი შემთხვევები არ რჩება იდენტიფიცირების გარეშე, ჩვენ გვყავს ძალიან კომპეტენტური პერსონალი და ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, ეს შემთხვევა აღკვეთილია და ორივე პირი მოხსნილია გამოცდიდან - ორივე წევრი იყო დარეგისტრირებული“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics