05:52 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-06 12:22:34, 892 ნახვა

საზოგადოება
გეგეშიძის ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

თბილისის მერია კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის, ე.წ. გეგეშიძის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

„მინდა, კიდევ ერთი სიახლე მივაწოდო საზოგადოებას - ვიწყებთ კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის, ე.წ. გეგეშიძის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აღნიშნული ბაღი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. განადგურებულია ფილები, არის მწვანე სივრცის ნაკლებობა. თვითონ ბაღი პატარა ტერიტორიას მოიცავს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მასში, რაც შეიძლება გაიზარდოს მწვანე სივრცეების ფართობი, დაირგოს ხე-მცენარეები, მოწესრიგდეს სარწყავი სისტემა, დამონტაჟდეს განათების სისტემა. გარდა ამისა, ბაღში ამ ეტაპზე, საპარკე ინფრასტრუქტურა განადგურებულია, თუმცა, ყველაფერი იქნება განახლებული და მოწესრიგებული. დარწმუნებული ვარ, სამუშაოების დასრულების  შემდეგ, ყველა ადამიანს, რომელიც აღნიშნული სივრცით სარგებლობს, ძალიან მოეწონება. მეც, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, ძალიან მიხარია, რომ ასეთი პროექტები ხორციელდება და დედაქალაქს ბევრი მწვანე სივრცე ემატება. ბედნიერებაა, რომ ყველა რეაბილიტირებული პარკი თუ სკვერი, საღამოობით სავსეა მოქალაქეებით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ თბილისს მეტი მწვანე სივრცე სჭირდება, რასაც ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ“, - განაცხადა კახ კალაძემ.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics