2022-07-04 11:52:31, 1118 ნახვა
საზოგადოება
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს 25 პატიმარი აბარებს
პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 25 ბრალდებული/მსჯავრდებული მონაწილეობს, რომელთაგან 6 არასრულწლოვანია.
უწყების ცნობით, ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მსჯავრდებული აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ცენტრებში მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის მსჯავრდებულთათვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია. ამ მიზნით, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ციფრული უნივერსიტეტი ამოქმედდება, რაც მსჯავრდებულებს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლების შესაძლებლობას მისცემს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური თითოეულ აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,