|
2022-07-02 14:22:53, 1068 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა
„მსურს ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა დავუდასტურო საქართველოს მეზღვაურებს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რთული, საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესიის წარმომადგენლებს. ამ დღის აღნიშვნა ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საზღვაო ინდუსტრიის განვითარებისთვის - საქართველოში მეზღვაურის პროფესია საუკუნეზე მეტს ითვლის, პროფესიულად ძლიერი, კომპეტენტური და ორგანიზებული საზღვაო ტრანსპორტი კი, რა თქმა უნდა, საქართველოში პირველ საზღვაო სანაოსნოს ისტორიას უკავშირდება, რომლის დაარსებიდანაც წელს 55 წელი სრულდება" - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბათუმში, მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ლევან დავითაშვილმა მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაზრდილია დიდი სახელმწიფოების დაინტერესება ჩვენი მეზღვაურებით, რაც საქართველოში პასუხისმგებლიანი და მაღალი რეპუტაციის მქონე გემთმფლობელების შემოსვლას უწყობს ხელს. მისივე განცხადებით, ქართული საზღვაო ისტორიის მანძილზე ქართველი მეზღვაური ასოცირდება მაღალ კვალიფიკაციასთან, გამძლეობასთან და სიმამაცესთან. „თქვენი პროფესიონალიზმისა და თავდადების, საქართველოში არსებული საზღვაო საგანმანათლებლო სისტემისა და თქვენი მომზადების შედეგია ის, რომ თქვენ წარმოადგენთ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მეზღვაურებს მსოფლიოში. ზუსტად თქვენი დიდი დამსახურებაა ის, რომ დღეს საქართველოს მიერ გაცემული მეზღვაურის სერტიფიკატები აღიარებულია ევროკავშირის მიერ და 62-მდე, მათ შორის 19 ევროპული, ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემების გაქვთ სამსახურის უფლება. სწორედ ამ მიზეზებიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საზღვაო განათლებას, თქვენი პირობების და თქვენთვის განკუთვნილი სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებას პრიორიტეტად ისახავს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი მეზღვაურის დასაქმება საერთაშორისო დონეზე იყოს მოთხოვნადი, პრესტიჟული და დაფასებული" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მინისტრმა თავის გამოსვლაში ასევე ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონში დღეს არსებულ გამოწვევებს, როცა ერთ-ერთი დიდი ქვეყანა - უკრაინა საომარ მოქმედებებშია, შესაბამისად, ყველა მეზღვაური თავისი ქვეყნის სადარაჯოზეა და ისინი ვერ ახერხებენ თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებას. ლევან დავითაშვილმა უკრაინელ ხალხს, უკრაინელ მეზღვაურებს სოლიდარობა გამოუცხადა და ძალიან მოკლე დროში თავიანთ პროფესიულ საქმიანობასთან - გემზე დაბრუნება უსურვა. მისასალმებელ სიტყვაში ეკონომიკის მინისტრმა საზღვაო სექტორის განვითარების პრიორიტეტებზეც ისაუბრა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო 2012 წლიდან მიზანმიმართული, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად ახორციელებს ინვესტირებას საზღვაო განათლებასა და საზღვაო ინფრასტრუქტურაში - მხოლოდ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში, ინფრასტრუქტურულ და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განსაახლებლად 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, მათ შორისაა უახლესი სტანდარტების მქონე საწვრთნელი აუზი ბათუმში, ხოლო ფოთში სრულად რეაბილიტირებული ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი, რომელშიც სახელმწიფომ 6 მილიონ ლარამდე დახარჯა. „მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ამ სისტემას ემსახურება და უზრუნველყოფს საქართველოში საზღვაო ტრანსპორტის დარგის გამართულ ფუნქციონირებას" - განაცხადა მინისტრმა.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)