08:40 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-02 12:30:20, 1116 ნახვა

საზოგადოება
კოჯორში, გურამ თუშიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა

მთაწმინდის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, კოჯორში, გურამ თუშიშვილის სახელობის ქართული ჭიდაობის ტრადიციული ტურნირი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს
უწყების ცნობით, საჭიდაო არენაზე ორთაბრძოლა ოთხი წონითი კატეგორიის ფალავნებს შორის გაიმართა, რის შედეგადაც საპრიზო ადგილების მფლობელები გამოვლინდნენ. გამარჯვებულებს თასები, მედლები, სიგელები და სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ. ღონისძიებას ესწრებოდნენ მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე, თავად მსოფლიო ჩემპიონი გურამ თუშიშვილი, ქართველი ფალავნები და ადგილობრივი მცხოვრებლები.

„გურამ თუშიშვილის სახელობის ტურნირმა უკვე ტრადიციული სახე მიიღო და მეოთხედ ტარდება. მიხარია, რომ ამ ღონისძიების ჩატარების საშუალება სწორედ ჩვენ გვაქვს. გვეამაყება ეს ადამიანი, რომელიც ნათელი მაგალითია, თუ როგორ უნდა ასახელო შენი  ქვეყანა. ჩვენ,  სხვადასხვა აქტივობით მუდმივად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ  ჯანსაღი ცხოვრების  წესის პოპულარიზაციას“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

საჭიდაო არენასთან, ასევე, მოწყობილი იყო გასართობი სივრცე, სადაც ტურნირის დაწყებამდე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ელექტრონული მუსიკისთვის მოესმინათ. ტურნირის მიმდინარეობისას კი, სპეციალურად მოწვეული მუსიკოსები „საჭიდაო“ კომპოზიციებს ასრულებდნენ.

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics