|
2022-06-28 10:25:43, 643 ნახვა
საზოგადოება
თბილისის XIV საერთაშორისო სტუდენტურმა კინოფესტივალმა გამარჯვებულები გამოავლინა
კონოთეატრ „ამირანში“ თბილისის XIV საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელზეც საკონკურსო კინოპროგრამისა და „ფიჩინგ ფორუმის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. სელექციის შედეგად, კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 19 ქვეყნის კინოსკოლის 31 ფილმი მონაწილეობდა. სტუდენტური კინოფესტივალის საკონკურსო კინოპროგრამის ოფიციალურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ კინორეჟისორი ანა ურუშაძე, კინორეჟისორი და სცენარისტი ალეკო ცაბაძე და კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქეთევან ტრაპაიძე, გამარჯვებულები გამოავლინა შემდეგ ნომინაციებში: • საუკეთესო ანიმაციური ფილმი - Lesser of two Evils - Hungary / Budapest Metropolitan University - Máté Horesnyi; • საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - Give me Souls - Slovakia / VSMU - Matúš Ďuraňa; • საუკეთესო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი - Ordinary - Israel / Sam Spiegel School - Gil Fermon; • საუკეთესო რეჟისურა - The Disappearance of Janusz Klarner - Poland / Łódź School - Franciszek Barbeka; • ჟიურის სპეციალური აღნიშვნის დიპლომი - What's for Dinner - Poland / FAMU - Maja Górczak; • გრან-პრი - Headfish - Poland / Łódź School - Jakub Prisak.
სტუდენტური ჟიურის რჩეული გახდა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი - 0.2 Milligrams of Gold - Belgium / Doc Nomads - Diego Quinderé de Carvalho. გამარჯვებულებს TISFF 2022-ის პარტნიორის, საიუველირო კომპანია „ზარაფხანას“ მიერ სპეციალურად კინოფესტივალისთვის დამზადებული ჯილდოები გადაეცემათ. კინოფესტივალის ფარგლებში, 25, 26 და 27 ივნისს ინდუსტრიული პროექტი „ფიჩინგ ფორუმი“ - პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის განვითარების კონკურსის ვორქშოფი და ფორუმი ჩატარდა, რომლის ტუტორი: თამარა ტატიშვილი - ევროპულ კინოინდუსტრიის წარმომადგენელი, ხოლო ჟიური: ქეთი დანელია - პროდიუსერი; ალექსანდრე კობერიძე - კინორეჟისორი და დავით ჯანელიძე - კინორეჟისორი იყვნენ. 2022 წლის „ფიჩინგ ფორუმის“ გამარჯვებულები არიან:
• I ადგილი - „მე გრეტა“ - რეჟისორი: მირანდა ნამიჭეიშვილი, პროდიუსერი: ანა კვიჭიძე; • II ადგილი - Disposable - რეჟისორი: ლუკა ბერაძე, პროდიუსერი: ანა ხაზარაძე, ნინო ჩიჩუა; • III ადგილი - „მკვდვრების ზღვა“ - რეჟისორი: ანა კვიჭიძე, პროდიუსერი: მარიამ ბიწაძე.
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საქართველოს პირველი არხის და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გამოყოფილი საპრიზო ფონდიდან გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ, რომლითაც ისინი ლაურეტი პროექტების განვითარებას შეძლებენ. ინდუსტრიული პლატფორმა „ფიჩინგ-ფორუმის“ პარტნიორი კინოკომპანია „ჯაგა გრიპი“ გამარჯვებულ პროექტებს თიზერის მომზადების პროცესში გადასაღები ტექნიკით უზრუნველყოფს.
კინოფესტივალი საზეიმოდ 21 ივნისს გაიხსნა, ლევან ერისთავისა და დიტო ცინცაძის ფილმით - „კვაზიმოდო“ (ხანგრძლივობა: 36 წუთი, გამოშვების წელი: 1981). ფილმი გადაღებულია მერაბ აბაშიძის მოთხრობის მიხედვით - „აქეთ მაშხალები, კვაზიმოდო!“. ფესტივალის ფარგლებში, „ფიჩინგ-ფორუმის გარდა“, საკონკურსო კინოჩვენებები და უკრაინული სტუდენტური ფილმების არასაკონკურსო სპეციალური ჩვენება გაიმართა. ღონისძიება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, საქართველოს პირველი არხისა და კინოთეატრ „ამირანის“ მხარდაჭერით ჩატარდა.
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში არსებული სიტუაციით კმაყოფილია
ალბანეთში კუშნერი-ტრამპის კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ანტიკორუფციულ მოძრაობაში გადაიზრდა
საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)