11:39 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-25 11:02:34, 985 ნახვა

საზოგადოება
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, №16 დაწესებულების მსჯავრდებულებმა ფრანგული ენის საერთაშორისო გამოცდა ჩააბარეს

№16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა ფრანგული ენის საერთაშორისო გამოცდა ჩააბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საგამოცდო პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა და მასში ხუთი მსჯავრდებული და დაწესებულების ერთი თანამშრომელი მონაწილეობდა.

„დაწესებულების ტერიტორიაზე ფრანგული ენის გამოცდა DELF A1 დონეზე საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდა, რომელსაც საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან არსებული საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. სწორედ ზემოაღნიშნული გამოცდის ერთადერთი საერთაშორისოდ აღიარებული და სერტიფიცირებული ცენტრი საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან არსებული საქართველოს ფრანგული ინსტიტუტია.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინიციატივითა და ხელშეწყობით საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან მოლაპარაკება 2022 წლის მარტიდან მიმდინარეობდა, რომლის შედეგად №16 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულთათვის შეიქმნა სპეციალური პლატფორმა და ისინი დარეგისტრირდნენ ფრანგული ენის საერთაშორისო გამოცდაში მონაწილეობის მიზნით.

შედეგები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მსჯავრდებულები ფრანგული ენის საერთაშორისო დიპლომს მიიღებენ, რაც მათ სამომავლოდ დასაქმებაში დაეხმარება.

ფრანგული ენის შემსწავლელი კურსების სასწავლო პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც მსჯავრდებულებს დაწესებულების ტერიტორიაზე ფრანგული ენა თავად მსჯავრდებულმა შეასწავლა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროგრამებისა და აქტივობების განხორციელებას პატიმართა რეაბილიტაციის/რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საფრანგეთში პოლიციის ჩხრეკის დროს პიკასოს მოპარული ნახატი აღმოაჩინეს
ანკარამ ნატოს სამიტის გამო საპროტესტო აქციებსა და დრონების ფრენებზე 13-დღიანი აკრძალვა დააწესა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდა
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics