2022-06-23 13:34:28, 344 ნახვა
საზოგადოება
ბიზნეს ინტერნეტბანკს საკრედიტო ხაზის ათვისების ფუნქციონალი დაემატა
![]() „საქართველოს ბანკი“ ბიზნეს მომხმარებლის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული სიახლეების დანერგვას განაგრძობს. ბიზნეს ინტერნეტბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომლის მეშვეობითაც უკვე შესაძლებელი ხდება საკრედიტო ხაზის როგორც ონლაინ ათვისება, ასევე მისი ონლაინ დაფარვა. საკრედიტო ხაზის ათვისება ბიზნესებს, როგორც მოკლევადიანი ლიკვიდურობის შევსების, ასევე საბრუნავი საშუალებების დაფინანსების მიზნით შეუძლიათ. ფუნქციონალი ხელმისაწვდომია ბიზნეს ინტერნეტბანკის ავტორიზებული მომხმარებლისთვის, რომელსაც გაფორმებული აქვს საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება. „საქართველოს ბანკი“ მუდმივად ზრუნავს, ბიზნესს სწორეს ის პროდუქტი და იმ სივრცეში შესთავაზოს, რომელიც მისთვის ყველაზე კომფორტული იქნება. ამჯერადაც, ბიზნეს პროცესების გამარტივების მიზნით, ბიზნეს ინტერნეტბანკს საკრედიტო ხაზის ათვისებისა და დაფარვის ფუნქციონალი დავამატეთ. ეს ბიზნესს საკრედიტო ხაზების მარტივად მართვის შესაძლებლობას აძლევს. მას შეუძლია აითვისოს ან გაიაქტიუროს საკრედიტო ხაზის ლიმიტი ერთ ან/და რამდენიმე ტრანშად, ან დაფაროს ის ბიზნეს ინტერნეტბანკიდან საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში“,- განმარტავენ „საქართველოს ბანკში“.
მამა შალვა - ადამიანები, რომლებიც რუსებს ლანძღავენ, არიან გადაგვარებული ქართველები
მედვედევი - 2008 წლის აგვისტო იყო სიგნალი აშშ-სა და ნატოსთვის, მაგრამ მათ ეს ვერ გაიგონეს და ვერ გაიგეს
ნინო ნიჟარაძემ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და მთავრობის წევრებთან ერთად მემორიალი ყვავილებით შეამკო
ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს
|
ომი უკრაინაში![]() მელიტოპოლის მერი - HIMARS რაკეტებით რუსული სამხედრო ტექნიკა და 100-ზე მეტი ჯარისკაცი გავანადგურეთ
![]() უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 42 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
![]() გუტერეში ზაპორიჟიეს ელექტროსადგურის დაბომბვაზე - ნებისმიერი თავდასხმა ატომურ სადგურზე არის თვითმკვლელობა
ვიდეო/LIVE „შინ ევროპისკენ“ - რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს
![]() ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს 2022 წლის ნაცვლად, 2023 წელს განიხილავს
მთავარი თემა
|