14:30 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-20 14:55:20, 748 ნახვა

საზოგადოება
მთავრობა საპარტნიორო ფონდის სტრუქტურული ოპტიმიზაციისა და რებრენდინგის საკითხებზე მუშაობს

საპარტნიორო ფონდის სტრუქტურის ოპტიმიზაცია და რებრენდინგი, რომლის შედეგად საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციებთან შესაბამისი, თანამედროვე კორპორაციული მმართველობის მოქნილი სისტემის მქონე ორგანიზაციის ჩამოყალიბება იგეგმება, საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დაანანონსა.  ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს,

უწყების ცნობით, 20 ივნისის მთავრობის სხდომაზე შედგა საკითხების მორიგი განხილვა, პროცესი გაგრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული.

„ცვლილებები, რომლებზეც აღმასრულებელი ხელისუფლება მუშაობს,  ფონდს  მისცემს მეტ მოქნილობას განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების  შერჩევისა და შეფასებისას, გააუმჯობესებს ზოგადად ფონდის მმართველობის სისტემას, უზრუნველყოფს მსოფლიოში არსებული კორპორაციული მართვის საუკეთესო სტანდარტების დანერგვას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფონდის მომავალ საქმიანობაში სახელმწიფო მხოლოდ  აქციონერის როლში იქნება, სამეყვალყურე საბჭო კი, ნაცვლად მთავრობის წევრებისა, დამოუკიდებელი პირებისგან დაკომპლექტდება.

საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ კორპორაციული მართვის საუკეთესო სტანდარტი არის  კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში დამოუკიდებელი წევრების არსებობა, ასევე აქციონერის და სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციების გამიჯვნა.

საპარტნიორო ფონდის რებრენდინგი და მოდერნიზაცია კორპორაციული მართვის სტრუქტურის რეფორმირებით ხელს შეწყობს უფრო მეტი გარე ინვესტიციის მოზიდვას კონკრეტულ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტორებში”,- აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics