15:51 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-16 11:16:51, 1057 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

საქართველოს გენერალური პროკურატურის დელეგაცია გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი შოთაძემ სამუშაო შეხვედრები გამართა კალიფორნიის ცენტრალური ოლქის მთავარ პროკურორთან ტრეისი უილკსონთან,  ოლქის აღმასრულებელ პროკურორთან ჯასტინ როუდთან და სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლესთან მაიკლ რ. უილნერთან. შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საქართველოს პროკურატურის და კალიფორნიის ცენტრალური ოლქის პროკურატურის წარმომადგენლები.

ასევე, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოს პროკურატურის დელეგაციის წევრებთან ერთად, ლოს-ანჯელესის მთავარ პროკურორს ჯორჯ გასკონს შეხვდება.

გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრები სახელმწიფო იურიდიული დახმარების ფედერალურ სამსახურში, გამოძიების ფედერალურ სააგენტოში, ფედერალურ პროკურატურაში და პრობაციის სამსახურში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics