18:46 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-11 10:45:00, 1009 ნახვა

საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრაზე, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) პრინციპის დასანერგად საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 25 მაისს მიღებული ოთხი ტექნიკური რეგლამენტის (ნარჩენი ზეთების მართვის, საბურავების ნარჩენების მართვის, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის, ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის) ამოქმედების ვადების საკითხებზე იმსჯელეს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) პრინციპის დანერგვა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ნარჩენების წარმოქმნის შემცირებას, ასევე, ხელახალი გამოყენებისთვის მომზადებას, რეციკლირებას, ან სხვა ფორმით აღდგენას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics