18:58 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-09 15:08:57, 899 ნახვა

საზოგადოება
ილია ღუდუშაური იძულებით გადაადგილებულ პირთა და ეკომიგრანტთა საერთაშორისო ექსპერტებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე იძულებით გადაადგილებულ პირთა მონიტორინგის ცენტრისა (IDMC) და ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს (NRC) ხელმძღვანელსა და ექსპერტს შეხვდა.

ილია ღუდუშაურმა, ეკომიგრანტებისა და იძულებით გადაადგილებული პირთა საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ, სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

მინისტრის მოადგილემ ალექსანდრა ბილაკს და იოსეფ ჯეის 3-წლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო, რომლის მიხედვითაც, 13 000-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ.

მისივე განცხადებით უწყება, განსახლების გარდა, ეკომიგრანტებისა და დევნილებისათვის სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაზე აქტიურად მუშაობს. ამ მიზნით, იგეგმება ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარება და ერთიანი სტრატეგიის მომზადება. აღნიშნული მიმართულებით, სამინისტროს IDMC-სა და NRC-ს ხელმძღვანელები და ექსპერტებიც დაეხმარებიან.

როგორც IDMC-ის დირექტორმა ალექსნდრა ბილაკმა აღნიშნა, საქართველო ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებსაც დევნილთა ეროვნული მონაცემთა ბაზა გააჩნია, რაც იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემების მოგვარებაზე მუშაობისთვის მნიშვნელოვანი  დოკუმენტია.

შეხვედრას სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტისა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics