18:58 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-09 11:17:25, 792 ნახვა

საზოგადოება
თბილისში 9-19 ივნისს საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი ჩატარდება

თბილისში 9-19 ივნისს, უკვე მესამედ საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი - TBILISI PIANO FEST ჩატარდება, რომელიც 2019 წელს, თბილისის მერიის მხარდაჭერით დაფუძნდა და ყოველწლიურად, მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებსა და პედაგოგებს აერთიანებს.  

ახალგაზრდა ნიჭიერ პიანისტებს ფესტივალზე საშუალება ეძლევათ, ინტერაქტიურ ფორმატშიც იყვნენ მასტერკლასების მონაწილეები და უშუალო, საფესტივალო გარემოში მიიღონ დიდი გამოცდილება. 

ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ცნობილი ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილია, ხოლო წლევანდელ სტუმართა შორის არიან ცნობილი პიანისტები ნიუ იორკიდან, პარიზიდან, ციურიხიდან, მადრიდიდან, ვენიდან, ბერლინიდან და, რა თქმა უნდა, ქართველი პიანისტები: ედიშერ სავიცკი, სანდრო გეგეჭკორი და ირმა გიგანი. ფესტივალში ასევე, მონაწილეობას იღებს ცნობილი, უკრაინული წარმოშობის პიანისტი კონსტანტინ ლიფშიცი.

ფესტივალი კონსერვატორიის დიდ დარბაზსა და ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზებში ტარდება, მასტერკლასები ეროვნულ სასახლეში, ხოლო ფესტივალის დასკვნითი კონცერტები ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, დუდანა მაზმანიშვილის, ნიკოლოზ რაჭველის, სახელგანთქმული პიანისტის ციპრიენ კაცარისისა და ცნობილი გერმანელი დირიჟორის მორიც გნანის მონაწილეობით, ორბელიანის მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics