|
2022-06-03 12:02:29, 1069 ნახვა
საზოგადოება
ბრიტანულმა BCR Publishing-მა „თიბისი“ ადგილობრივი ფაქტორინგის საუკეთესო მომწოდებლად დაასახელა
თიბისი, ბრიტანული BCR publishing-ის მიერ ორგანიზებულ RFIx-ის დაჯილდოებაზე, ადგილობრივი ფაქტორინგის საუკეთესო მომწოდებლად დასახელდა. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით განხორციელებული შემდეგი ინოვაციური პროექტების შედეგად მოიპოვა: ფაქტორინგის ციფრული პლატფრომა მომხმარებლებისათვის ცხოვრებისა და პროცესების გამარტივების მიზნით, თიბისიმ კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის ფაქტორინგის ციფრული პლატფორმა შექმნა. პლატფორმის დახმარებით, მყიდველი და გამყიდველი ერთმანეთს ერთ ვირტუალურ სივრცეში უკავშირდებიან, რაც მხარეებს შორის განახლებული ინფორმაციის სწრაფად გაცვალს, ასევე დაფინანსების კიდევ უფრო გამარტივებულ პროცესს უზრუნველყოფს. კომპანიის წარმომადგენლის ბანკში ვიზიტი მინიმუმამდე მცირდება - ხელშეკრულების ხელის მოწერის შემდეგ, ფაქტორინგის ყოველი შემდგომი ტრანზაქცია კი პლატფორმის დახმარებით სრულდება. შედეგად, კომპანია მარტივად, მინიმალურ დროში იღებს დაფინანსებას ბანკიდან. ახალი გადაწყვეტა ვაჭრობის დაფინანსებაში პირველად მსოფლიოში, EBRD-ის გარანტიების მხარდაჭერით, თიბისიმ და Armswissbank-მა, FCI-ის ფაქტორინგული პლატფორმის საშუალებით, საერთაშორისო ტრანზაქციები განახორციელეს. აღნიშნულმა ტრანზაქციებმა, საქართველოდან სომხეთში საკვები პროდუქტების ექსპორტი უზრუნველყვეს. აღნიშნული ინოვაციური სტრუქტურა, მსოფლიო მასშტაბით, საერთაშორისო ფაქტორინგის ოპერაციებში საფინანსო ინსტიტუტების ჩართვის ერთგვარ მოდელად იქცა. ბიზნესებისთვის გაცემული დაფინანსების ზრდა ფაქტორინგის დახმარებით, ვაჭრობის დაფინანსების მიზნით თიბისის მიერ ბიზნესკლიენტებისთვის გაცემული ფინანსური რესურსი, ბოლო რამდენიმე წლის განმვალობში, მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუკი აღნიშნული დაფინანსების ჯამური მოცულობა 2017 წელს 9 მილიონი ევრო იყო, 2021 წელს დაფინანსების ჯამურმა თანხამ 125 მილიონი ევრო შეადგინა. ფაქტორინგის მიმართულებით, თიბისი საქართველოში ბაზრის ლიდერია, რასაც ბაზრის 68%-იანი წილი ადასტურებს. ბრიტანული BCR Publishing-ის RFIx დაჯილდოება, კორპორაციული ფინანსების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოა. აღნიშნული დაჯილდოება ყოველწლიურად თავს უყრის სფეროს ექსპერტებს იმისთვის, რომ მუდმივად ცვალებად რეალობაში, პროფესიონალებმა კლიენტების პორტფოლიოების ზრდის შესაძლებლობებსა და ინოვაციურ გადაწყვეტებზე იმსჯელონ.
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)