|
2022-06-02 13:27:47, 1037 ნახვა
საზოგადოება
მიტროპოლიტი იოანე - რომელ ევროპულ ღირებულებებზეა საუბარი? გარყვნილებაზე, ფაშიზმზე თუ რასიზმზე?
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, იოანე გამრეკელმა ქადაგებისას ანტიევროპული და ანტიდასავლური განცხადებები გააკეთა. მიტროპოლიტის თქმით, ევროპულ ღირებულებები „ათეისტური“, „ფაშისტური“, „რასისტული“ და „გარყვნილია“ . „ჩვენმა ხელისუფალმა, პრემიერმა უცხოეთში შეხვედრაზე თქვა, რომ ევროინტეგრაცია კარგია, მაგრამ უკვე ამდენი წელია ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ და საქმეზე ხომ არ გადავიდეთო? კონკრეტულად ხალხს რა ვუთხრათო? იმიტომ, რომ ხალხს უკვე იმედი აღარ აქვს, რომ თქვენ ეს გინდათ. კი, კი გავითვალისწინებთო და გაითვალისწინეს და ისეთი რამ შესთავაზეს ქართველ ერს და ქვეყანას, რომ ნამდვილად ამაზე უარს იტყვიან ჭეშმარიტი ქართველები და ქრისტიანები და მაშინ საბაბი ექნებათ, ევროპაში როგორ შემოვიშვათ თქვენ, როგორი ჩამორჩენილები ყოფილხართო. ჩვენ ვართ ჩამორჩენილები? ისინი? მაგრამ გააჩნია, რომელ გზაზე ჩვენ ჩამოვრჩით და რომელ გზაზე ისინი წარმატებულნი არიან. ახლა ევროპული ღირებულებებია, ეს სადაური ტერმინია? გეოგრაფიული ტერმინი ღირებულებებზე ლაპარაკობს? ევროპული - მაშინ, აზიურიც იყოს, აფრიკული იყოს, სამხრეთ ამერიკული, ჩრდილო ამერიკული, ანტარქტიდისაც ხომ შეიძლება? ისიც ხომ კონტინენტია? რა ღირებულებებზე ლაპარაკობთ? ევროპა, რომელიც წარმართობაში იყო, იმის ღირებულება? თუ ქრისტიანული როცა იყო? თუ, როცა კათოლიკეები ინკვიზიციით რომ წვავდნენ ადამიანებს კოცონზე? რომელ ევროპაზე მელაპარაკებით თქვენ? რომელ ევროპულ ღირებულებებზეა საუბარი? დღევანდელი ევროპის ღირებულებებზე? მაგრამ საფუძველი რა არის? ჩამოთვალოთ - დამპყრობლობა, აფრიკა, ამერიკა დაიპყრეს. კარგი, დაიპყრეს და აითვისეს, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა ამოხოცეს, რასისტული იყო. მუშახელი რომ დააკლდათ ამერიკაში, აფრიკიდან 10 მილიონზე მეტი ზანგი მონად გაყიდეს, რომ იქ ემუშავათ. ესაა ევროპული ღირებულებები?! სისასტიკე იქ მყოფ ინდიელებს, სხვადასხვა ტომს, აფრიკელებს - ადამიანებად არ თვლიდნენ, თუ ნახევრად რაღაცებად? ეს ხომ რასიზმია უკვე. საიდან წამოვიდა ათეიზმი? - ევროპიდან. ფაშიზმი? - ევროპიდან, მსოფლიო ომები? - ევროპიდან. რომელ ევროპულ ღირებულებებზე ვლაპარაკობთ ჩვენ? ამიხსენით, რას გულისხმობენ? უკაცრავად, გარყვნილებას, რომელიც დღეს ევროპაში დაკანონებულია? ამ ღირებულებებზე ვლაპარაკობთ? ჩვენ ულტიმატუმს გვიყენებენ, რომ თქვენ თუ არ მიიღებთ, ევროპაში არ მიგიღებთო. ამ ულტიმატუმს არ უყენებენ ჩინეთს, ინდოეთს, იაპონიას. რატომ? - დიდი ქვეყნებია, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ ცოტანი ვართ და შეიძლება ჩვენ დაგვჩაგრო? და უარი გვათქმევინო ჩვენს განვლილ ორი ათასწლოვან გზაზე? ამას დემოკრატია ჰქვია ხომ? თუ დემოკრატია შეწყნარებაა განსხვავებული აზრისა, მაშ, შემიწყნარე მე, განსხვავებული აზრი მაქვს. არა, ჩემი შეწყნარება არ შეიძლება, შენი უნდა შევიწყნარო - ესაა დემოკრატია? დემოკრატიის სამშობლოდ ითვლება საბერძნეთი, ათენი. რომელ ევროპულ ღირებულებებზე ვლაპარაკობთ, სოკრატეს, ალკიბიადეს თუ ვისი?“-განაცხადა მიტროპოლიტმა დღევანდელ ქადაგებაში.
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)