2022-06-01 13:27:26, 1804 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ილია ელოშვილის მოულოდნელი გარდაცვალების გამო
თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალების შესახებ დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს და უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებსა და მუნიციპალიტეტს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, თბილისის მუნიციპალიტეტს. ილია ელოშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია თბილისის მერიისთვის, ჩვენი ქალაქისთვის“,-აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს 1 ივნისს, თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,