|
2022-05-27 18:24:56, 1198 ნახვა
საზოგადოება
PSP ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფორუმზე CSR FORUM 2022 ანგარიშით წარსდგა
CSR FORUM 2022 The FIANCIAL Media-ს ორგანიზებით წელს სასტუმრო მერიოტში გაიმართა. ფორუმი მსოფლიოში ყველაზე აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა, უკრაინაში მიმდინარე ომს და პანდემიის მართვას, რამაც ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა თითოეული ადამიანი და ბიზნეს კომპანიები. PSP ომის დაწყების პირველივე დღეებში შეუერთდა საერთაშორისო სოლიდარობას, ეტაპობრივად ახორციელებს ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინის საელჩოს, საჭიროებისამებრ მოთხოვნილ მედიკამენტებს, სამედიცინო დანიშნულების საგნებს, ბავშთა კვების, მოვლის და ჰიგიენის საშუალებებს; ჩაერთო საქართველოში მყოფი უკრაინელების დახამრების კამპანიაში და ჰუმანიტარული პროდუქტების სპეც ფასად შეძენაში მოხალისე ორგანიზაციებს და ა.შ. ფორუმის მთავარ ფოკუსში მოხვდა კოვიდ პანდემიის პერიოდში CSR გამოწვევების მართვა; პანდემიის პირველივე დღეებში PSP-ემ უზრუნველყო თანამშრომლებისა და მომხმარებელებისთვის უსაფრთხო გარემო, ყველა რეგულაციის დაცვის აქტიური მხარდამჭერი და პოპულარიზატორი იყო; „PSP წლებია აქტიურად არის ჩართული გარემოს დაცვით, პროექტებში, განათლების, სოცილაური საწარნმოების მხარდამჭერ აქტივობებში, ამასთან აქტიურ პოპულარიზაციას უწევს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პროპაგანდას, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობებში. PSP-ს ბიზნეს საქმიანობით წვლილი შეაქვს საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯოებესებაში, 1994 წლიდან ხელმისაწვდომს ხდის გარანტირებული ხარისხის მედიკამენტებს, ჯანმრთელობის, ბავშვთა კვების დამოვლის, პარამედიცინის პროდუქტებს, როგორც ფიზიკურად, ასევე გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მხრივ. მუდმივად ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ამჟამად დასაქმებულთა რიცხვი 5000-მდეა; სამუშაო გარემო, თანამშრომელთა სოცილური პროგრამები, ადამიანის უფელებების და გენდერული თანასწორობის საკითხები, პროფესიული და კარიერული წინსვლის თანაბარი შესაძლებლობები ქმნის ჯანსაღ და კორპორაციულ გარემოს ბიზნესის ეთიკური მართვისთვის. წლების განმავლობაში მხარდაჭერას უცხადებს სპორტის სხავდასხვა სახეობას: რაგბი, ძიუდო, კრივი, კალათბურთი; საკუთარ მაგალითს აძლევს თანამშრომლებით დაკომპლექტებული მინი-ფეხბურთის, მთამსვლელების, მოჯომარდეების, ბოულინგის წარმატებული გუნდებით და მხარს უჭერს ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. 2019 წელს დაწყებული პროექტის „მინი-ფეხბურთის სასკოლო ლიგა“ მხარდაჭერა შეზღუდვების მოხსნისთანავე განაგრძო; წელს ამ პროექტში თბილისის გარდა, უკვე რუსთავის, აჭარის რეგიონის სკოლების მოსწავლეები ჩაერთნენ; სასკოლო ლიგის ჩემპიონატები ჩატარდა ხელბურთსა და სროლაშიც. ამ პროექტის ფარგლებში, 2021 წელს მინი-ფეხბურთის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატში პირველად მონაწილეობა მიიღო მინი-ფეხბურთის საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რაც ძალიან გვეამაყება“ - აცხადებენ PSP-ში. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საფრანგეთის ელჩმა ბატონმა დიეგო კოლასმა. ფორრუმში მონაწილეობდა ქართული და საერთაშორისო კომპანიები, მათ შორის RMG, ბოლნისური ღვინო, პროკრედიტბანკი, საერთაშორისო ორგანიზაცია EY, Tbisili MarriotT Hotel.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)