03:13 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-25 11:05:02, 962 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანია ფიდერული გემით საკონტეინერო გადაზიდვებს ევროპის მიმართულებით განახორციელებს

საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანია GR ლოგისტიკა და ტერმინალები Ady Container-თან (აზერბაიჯანი), KTZ Express-თან (ყაზახეთი) და კასპიის საზღვაო სანაოსნო კომპანია ASCO-სთან ერთად, ქართული პორტებიდან ევროპის მიმართულებით, საკონტეინერო გადაზიდვებს ფიდერული გემის მეშვეობით განახორციელებს.

კომპანიის ცნობით, ფოთის პორტიდან პირველი ფიდერული გემი 146 TEU კონტეინერს რუმინეთის პორტში, კერძოდ კონსტანცაში გადაზიდავს. კონსტანცას პორტში გადატვირთვის შემდეგ კი გემზე არსებული ტვირთი გერმანიასა და უნგრეთში, მოგვიანებით კი ევროპის სხვა ქვეყნებში გაიგზავნება. შავი ზღვის პორტებს შორის საფიდერო ხაზის ამოქმედება, ტრანსკასპიური საერთაშორისო  სატრანსპორტო მარშრუტზე სატვირთო გადაზიდვების გაზრდას შეუწყობს ხელს. საკონტეინერო გადაზიდვების მიმართულება შემდეგია: ევროპა - ჩინეთი - ევროპა და ევროპა - შუა აზია - ევროპა. ფიდერული გემი ფოთი/ბათუმისა და კონსტანცას პორტებს შორის რეგულარულ რეისებს განახორციელებს. გემი, რომელიც 210 TEU კონტეინერს იტევს, თვეში სამ რეისს შეასრულებს.

პროექტის მხარდამჭერი ტრანსკასპიური საერთაშორისო  სატრანსპორტო მარშრუტის კონსორციუმის წევრი - ევროპული კომპანია  Grampet-ია (რუმინეთი). საკონტეინერო გადაზიდვებში ასევე კომპანიები: Rail Cargo და Metrans მონაწილეობენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics