23:39 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-23 14:42:04, 746 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ახალმოწამეთა ქუჩასა და შესახვევებში გზის რეაბილიტაცია სრულდება

ლოტკინის დასახლებაში, ახალმოწამეთა ქუჩასა და შესახვევებში გზის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი 6 000 კვ.მ ფართობზე დაიგო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე გაეცნო.

,,ახალმოწამეთა ქუჩასა და მიმდებარე შესახვევებში ძალიან რთული მდგომარეობა იყო. აქ ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, მხოლოდ გრუნტიანი გზა იყო, რაც პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. დღეიდან მათ ეს დისკომფორტი აღარ ექნებათ და კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 370 000 ლარია. საგზაო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics