06:10 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-19 18:02:53, 2228 ნახვა

საზოგადოება
​ GITA -ს, UNDP - სა და ბათუმის მუნიციპალიტეტს შორის სამმხრივი შეთანხმება გაფორმდა

ბათუმის ტექნოპარკში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ბათუმის მუნიციპალიტეტსა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის სამმხრივი შეთანხმება გაფორმდა. მხარეები  აფიქსირებენ მზაობას, ითანამშრომლონ საერთო ინტერესის სფეროში და ხელი შეუწყონ სტარტაპ და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებას ბათუმის მუნიციპალიტეტში. ამ მიზნით ხელმომწერები მზად არიან შეთანხმებულად იმოქმედონ, განავითარონ შესაძლებლობები და უზრუნველყონ არსებული რესურსები საკუთარი მანდატის ფარგლებში.

აღნიშნული პარტნიორობა წარმოიშვა EU-UNDP-ის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, რომელიც ინოვაციური და სისტემური მიდგომების ტესტირებით ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის და სამუშაო ადგილების ხელშესაწყობად შემუშავდა. ბათუმის მუნიციპალიტეტი კონკურსის წესით შეირჩა პორტფელის შემუშავების პროცესში მონაწილეობის მისაღებად.

მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელი მოიზიდავს რესურსებს და ახალ პარტნიორებს, შეიმუშავებს პოლიტიკასა და განავითარებს შემდგომ ნაბიჯებს, ტრანსფორმაციული ინტერვენციის ფარგლებში ბათუმში სტარტაპ და ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოსაყალიბებლად. 

ხელმომწერები მომავალშიც რეგულარულად გააგრძელებენ კონსულტაციებს და დაგეგმავენ ღონისძიებებს, რათა ხელი შეუწყონ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას ბათუმში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics